ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი - დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს.
მისივე თქმით, ამ კანონის მსგავსი პრინციპები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს.
„საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს ვემსახუროთ. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პრინციპი, ამ დასახელებით, თუ ლობისტების შესახებ კანონპროექტით, თუ სხვადასხვა ფორმით, მოქმედებს. გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.