ნინო წილოსანი - ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - რადიკალები დამარცხდნენ!

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
წილოსანის თქმით, ახალი წლის დადგომასთან ერთად საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.
„უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, აშშ-დან და ევროპიდან დახმარების ვერმიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის “ტყვეობაზე”…
ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა — არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო.
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!“- განაცხადა წილოსანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.