ნინო ქადაგიძე: როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა…

როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, აი, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც დასვით – არის, თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მ ჟურნალისტების შეკითხვას, ამერიკის მხრიდან სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებაზე, რომ ის სანქცირების ნაწილში 100%-ით მართალია.

„ბატონი ლევანის განცხადებაზე კომენტარს, ბუნებრივია, არ და ვერ გავაკეთებ. მან გააკეთა შესაბამისი განცხადება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ხელმისაწვდომობას ამერიკაში ადვოკატის მომსახურებაზე, ცალსახად გიდასტურებთ, პირადად მე, რომ არის საკმაოდ [მაღალანაზღაურებადი]“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მან უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ -ს მიერ დაწესებული სანქციები არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს და რეალურად, სანქციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„ცალსახად, ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა აგორა, აი, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც დასვით – არის თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მან კითხვას, ბოდიშს ამერიკისგან ელოდება თუ არა, ასე უპასუხა:

„ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზირება წამოვიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ამერიკის დეპარტამენტიდან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სურვილი ექნებათ. თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია მართალია და ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, შესაბამის საფუძველს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა საქმეებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულება გახდება საფუძველი ნებისმიერი, არა თუ მოსამართლის, საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

რაც შეეხება იმას, უნდა ჩატარდეს თუ არა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ „ეს ცოტა დილეტანტური კითხვაა“.

„ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს და მერე უნდა ჩატარდეს გამოკვლევა. რა წარმოგიდგენიათ, რომელი საქმიდან უნდა დავიწყოთ? რამდენი საქმე იხილება სასამართლოში, თუ გაქვთ ინფორმაცია. საზოგადოების მასებზე ხდება ზემოქმედება. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომ მოახდინონ ემოციური მობილიზება საზოგადოებისა სასამართლოს წინაშე“ -განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი