ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ფსუტური: სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა მოუკლეს..

ნინო ფსუტური: სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა მოუკლეს..

"სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა მოუკლეს..." - წერს სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის მიხეილ ცერცვაძის ცოლი, ნინო ფსუტური.

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.