ნინო ფოჩხუა ბოკერიას: თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“ როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.
„რა თქმა უნდა თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში. თქვენთვის მიუღებელია , რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა თავი ქუდში გეგონათ და დაგინგრიათ საამური ცხოვრება, რა თქმა უნდა გძულთ და ყველაფერს დააბრალებთ. მე კი გეტყვით, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას