ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო სუხიშვილი: ჩემთვის გასაკვირია ასე დაჟინებით რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ამ კანონპროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ კანონპროექტი ჩავარდა

"ჩემთვის გასაკვირია ასე დაჟინებით რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ამ კანონპროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო დიდი ნაწილის საზოგადოების პროტესტის შედეგი.
ამიტომ გასაკვირია, რომ ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, სადაც არაფერია შეცვლილი, გარდა ერთი სიტყვისა - "აგენტია" მხოლოდ ამოღებული, პრინციპში იგივეა აბსოლუტურად და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია რომ არიან უცხო ძალებისა და ქვეყნების მატარებლები.
პირიქით ზუსტად ისინი არიან, ვინც იცავს დემოკრატიულ გზას საქართველოში, სიტყვის თავისუფლებას იცავს და ასევე, კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რისთვისაც ვიღვწით.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევროპის ქვეყნებში, ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა არ არის ეს ჩემთვის და მე მგონი, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ცოტა საფრთხე იქნება, რადგან გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი და მე ვშიშობ, რომ ეს კანონი აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე მეგობარ ქვეყნებს", - ამბობს ნინო სუხიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.