ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ჟვანია: მაინტერესებს იმ მუსიკოსების აზრი, ამ სკოლის სემინარებში რომ მონაწილეობდნენ... ევროპის ქვეყნებში გასტროლებზე დადიან... რას ფიქრობენ ბატონი პაპუაშვილის ამ განცხადებაზე?

ნინო ჟვანია: მაინტერესებს იმ მუსიკოსების აზრი, ამ სკოლის სემინარებში რომ მონაწილეობდნენ... ევროპის ქვეყნებში გასტროლებზე დადიან... რას ფიქრობენ ბატონი პაპუაშვილის ამ განცხადებაზე?
 ნინო ჟვანია, მუსიკოსი:
მე მაინტერესებს იმ მუსიკოსების აზრი, ამ სკოლის სემინარებში რომ მონაწილეობდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ... ახლა რომ ევროპის ქვეყნებში გასტროლებზე დადიან და სიამაყით გვაუწყებენ ამის შესახებ...
მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობენ ბატონი პაპუაშვილის ამ განცხადებაზე?

ცნობისათვის, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხზე ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და "პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის პროექტს წარმოადგენს".

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ "რადიკალი პოლიტიკოსის პროექტის დაფინანსება კონკრეტულ მიზანს ემსახურება - საზოგადოებას თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ".

ამ კონტექსტში, პაპუაშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ახსენებს და ამბობს, რომ მათ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, ხდება თუ არა ამ საქმიანობას "ქართველი ხალხისა და მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით".

პაპუაშვილის ასევე ამბობს, რომ წლების წინ, 2007 წელს თავადაც მონაწილეობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ "მაშინ სულ სხვა მდგომარეობა და გარემოებები იყო, თუმცა პროექტის იდეოლოგიური ხასიათი იმ პერიოდშიც აშკარად ჩანდა".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.