არქივი9 დეკემბერი, 2024, 11:17
ნინო ჟვანია: ზურაბ ჟვანიამ ,,წინანდლის პრემია", ახალგაზრდების მხარდასაჭერად დააფუძნა. დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან

"ზურაბ ჟვანიამ ,,წინანდლის პრემია", ახალგაზრდების მხარდასაჭერად დააფუძნა. დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, საქართველოს დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის გზაზე. იქ, სადაც ამ პრემიის ლაურეატთა და მონაწილეთა უმრავლესობა დგას.
დღეს, ზურას დაბადების დღეა. ხვალ კი გამოვლინდებიან 2024 წლის ,,წინანდლის პრემიის" ლაურეატები. საზეიმო დაჯილდოება, რეალობიდან გამომდინარე, არ შედგება," - წერს ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.