პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ოლიგარქის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ქათამაძეს 2800 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ნადირაძე თემურ ქათამაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა.
თემურ ქათამაძე დღეს ნინო ნადირაძისთვის, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ისე ფეხის მოქნევას უარყოფდა და ამბობდა, რომ მათ ინცინდენტი მკურნალობის მეთოდზე მოხდა.
პროცესზე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ.
ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.