ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ლომჯარია: “ქართული ოცნების” მე-4 რაუნდის ცვლილებები, რითიც, ვითომდა უცხოური გავლენებისგან იცავენ ქვეყანას, ოჯახში მოძალადე კაცის ქცევას მაგონებს

ნინო ლომჯარია: “ქართული ოცნების” მე-4 რაუნდის ცვლილებები, რითიც, ვითომდა უცხოური გავლენებისგან იცავენ ქვეყანას,  ოჯახში მოძალადე კაცის ქცევას მაგონებს
ნინო ლომჯარია:
“ქართული ოცნების” მე-4 რაუნდის ცვლილებები, რითიც, ვითომდა უცხოური გავლენებისგან იცავენ ქვეყანას, ოჯახში მოძალადე კაცის ქცევას მაგონებს, რომელიც ცოლს სახლიდან გასვლას და სამსახურის დაწყებას უკრძალავს, ვინმემ რომ არ შეაცდინოს, ხოლო შვილებს სკოლის ნაცვლად სახლში ასწავლის ვითომ იმ მოტივით, რომ სკოლის განათლება რყვნის და ოჯახური ღირებულებებით უნდა აღზარდოს შვილები.
სინამდვილეში კი მისი ქმედებები არა ოჯახის დაცვას, არამედ ოჯახის წევრების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ტერორის და კონტროლს ისახავს მიზნად. გარე ურთიერთობის აკრალვა კი მისი ოჯახში ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზანს ემსახურება.
ოჯახში მოძალადე კაცი ძლიერი არ არის, სინამდვილეში ის ლაჩარი და სუსტია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.