ნინო ლომჯარია – საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები – ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს ეწინააღმდეგება

საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ლომჯარიამ განმარტა, გუშინ ცესკომ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა.
„პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადების და კანდიდატის წარდგენის დროსთან დაკავშირებით კანონი შეცვალა საკუთარი ნორმატიული აქტით. ეს არის უკანონო.
არამარტო პარლამენტის შეკრებაა არალეგიტიმური, საკუთარი უფლებამოსილების ცნობაა არალეგიტიმური, არამედ ახლა არის პრეზიდენტის არჩევნების გამოცხადება -ს მიერ კანონის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით.
საკანონმდებლო რეგულირებიდან გავიდნენ ჩვენი ინსტიტუტები. ცესკომ და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადებს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს