“ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” ნასროლი, შუშის ბოთლი მოხვდა სახეში” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია თანაგუნდელის, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრის, ნინო კვიტაიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 3 დღის წინ, პოლიტიკოსს “ტიტუშკების” ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში.
მელიას თქმით, კვიტაიშვილს დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი “მიქსევა”, რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით. უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.
3 დღის წინ, “ტიტუშკების” ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც “ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში. საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ