ნინო თანდილაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და -ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„USAID-თან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ, ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ, სექტორულ დონეზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ ყურადღება გაამახვილა რეგიონული ტურიზმისა და წყლის რეგიონულ პროექტებზე და განაცხადა, რომ USAID ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ წყლის რეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და წყლის რესურსების მართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, USAID-ის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური, რეგიონული წყლის პროგრამის მენეჯერი ჟორდი არიმანი და გარემოსდაცვითი ოფიცერი გოჩა ლობჟანიძე ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან