ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო დოლიძე - ჩვენ არ გვეშინია! ხელისუფლებას აქვს დაშინების უსუსური მცდელობა!

ჩვენ არ გვეშინია! უსუსური დაშინების მცდელობებია. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც აქცია ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის" იმართება.
მისივე თქმით, კანონპროექტი შემაფერხებელია დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.
“დღევანდელი აქცია გაგრძელებაა რამდენიმე კვირიანი პროტესტის, რომელიც რუსულ კანონს უკავშირდება. გვინდა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა, იქამდე ვიდგებით, სადამდეც საჭიროა. ეს კანონპროექტი შემაფერხებელია დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. არ გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მოქალაქეებს, ზოგს შემოგვივარდნენ და პლაკატები გაგვიკრეს. ჩვენ არ გვეშინია! ეს არის უსუსური დაშინების მცდელობა. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, - აღნიშნა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.