ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო დოლიძე - მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ გამოავლინა

ნინო დოლიძე - მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ გამოავლინა

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე ისაუბრა ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა.
„დღეს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვიკითხე მოწმის სახით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა“, - წერს ნინო დოლიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.