ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო დათაშვილის თხოვნით თბილისში ხვალ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ნინო დათაშვილის თხოვნით თბილისში ხვალ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის თხოვნით თბილისში ხვალ, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

მოძრაობა "ტალღის" ინფორმაციით, ნინო დათაშვილმა თავი სასამართლო პროცესზე ითხოვა, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის ობელისკის გარშემო მზიასთვის წრე შეეკრათ.

პოლიტპატიმარმა ნინო დათაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე გვთხოვა თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის ობელისკის გარშემო შევკრათ წრე მზიასთვის.

ვიკრიბებით ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, 20:00 თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ. შევკრათ ჩუმი, რუპორების გარეშე, წრიული ტალღა მზიასთვის. იქონიეთ თქვენი ბანერი," - წერია აქციის ანონსში. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.