ნინი შერმადინს ამერიკიდან გაგდებით ემუქრებიან

მომღერალ ნინი შერმადინს, რომელიც 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა, გაგდებით ემუქრებიან. მომღერალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეო ჩაწერა:“მე ვარ ნინი შერმადინი, მომღერალი, რომელიც აგერ უკვე 14 წელია ამერიკის ემიგრაციაში ვცხოვრობ, ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი ვარ. ძალიან გამიჭირდა აქ თავის დამკვიდრება. მინდა დავიწყო მადლობებით და მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას – ამერიკას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინალური ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე ბარათი. დღეს უკვე გახლავართ ამერიკის მოქალაქე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, გამაძლიერა, ძალიან ბევრი უნარები აღმომაჩენინა საკუთარ თავში და რასაც ვერ ვიფიქრებდი, ძალიან ბევრი სასწაული მოხდა ჩემს თავს, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამ 14-მა წელმა სრულად გარდამქმნა.დღეს უკვე ამერიკის სამ შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, 80 ბავშვზე მეტია ჩემთან. 80-ვემ იცის ქართული, ქართული სიმღერა, საქართველოს ჰიმნი და აქედან ყველა ქართველი არ არის, რამოდენიმე უცხოელია და მათ შორის უცხოელებმაც იციან ქართული. ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ, რომ მათაც ვასწავლო ქართული სიმღერები, ვინც ქართველი არ არის, ვაჩვენო რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა და ამას მართლა გულით ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრება. ყველა დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ არც ერთი დღე არ გასულა, მე ჩემს სამშობლოზე არ მეფიქრა – როგორ გამოვადგე ქართველებს, როგორ დავეხმარო, როგორ მოვეფერო…ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ალბათ ედუარდ შევარდნაძის დროს, საიდანაც მე მომყვებიან ჩემი უძვირფასესი მეგობრები, რომლებთანაც მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული, ჩვენ ერთად დავდიოდით ტურებში, ერთად გვეძინა, ერთმანეთის ტანსაცმელი გვეცვა, სუფთა გულით გვიყვარდა ერთმანეთი, მაშინ არ იყო არც შური, არც ბოღმა, არც ლანძღვა, არც პოლიტიკა არ იდგა ჩვენს შორის, არც მხარეები არ იყო ჩვენს შორის და მე დავიტოვე ისევ ეს გრძნობა, რომ ჩემი მეგობრები ისევ ისე სუფთა გულით მიყვარდეს, მიუხედავად იმისა, ჩვენი პოლიტიკური ხედვები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს.სოციალურ ქსელში ვრცელდება კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან, ერთ-ერთმა ქალბატონმა ნიუ ჯერსის პოლიციაც მოთაგა, რომ გააგდეთ ამერიკის ჰეითერი ამ ქვეყნიდანო. რა ეპითეტებით მიდის იქ ჩემი შემკობა, ამაზე არ დავიწყებ საუბარს – ორთოდოქსი ქოცი, უნამუსო, არ ვიცი რა სიტყვებს მეძახიან. არ ვიცი რატომ. იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს წარმატება ვუსურვე, ერთ-ერთი კონცერტის ორგანიზატორებს, არ გავლანძღე, არ დავაბულინგე… სრული უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ, ან არ მომისმინოთ, ან ჩემს შეხედულებებს არ ეთანხმებოდეთ…რამდენჯერაც გამოვედი, საქართველოს ხელისუფლება გავაკრიტიკე, ან ის ვთქვი, რომ ემიგრანტებს რანაირად შეიძლება ხმის უფლება ჩამოართვათ-მეთქი, ან სახედალეწილი ბავშვები გავაპროტესტე, ან უკანონო პატიმრები გავაპროტესტე, ან ამდენი კრიმინალი, ან ამდენი , ან ამდენი ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანი, იმდენი ნაცი ვარ და მიტრიალეს მკვდარი და ცოცხალი. იმ მთავრობასაც ვაპროტესტებდი მაშინ, როცა ძალადობდნენ და დღესაც რაც არ მომწონს, ამასაც ხმამაღლა ვაფიქსირებ. არ შემიძლია გაჩუმება და როცა რაღაცა უსამართლობას ვხედავ, ყოველთვის ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს.ერთადერთი ის მინდა გითხრათ და იცოდეთ ყველამ ზედმიწევნით, რომ ჩემი კარიერა, ან ჩემი პროფესია არ უკავშირდება არავის – არც არავის კარის მეზობელი ვყოფილვარ, არც არავის პარტიული მომღერალი ვყოფილვარ, არც ფულიანი მამიკოს შვილი ვყოფილვარ, არც შუბლზე ძარღვი გამიწყვეტია რაღაცის მისაღწევად და ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის არის, რომ როცა დავიძინებ, საკუთარი სინდისი არ მაწუხებს – ბალიშზე თავი მიდევს მშვიდად. მაქსიმალურად მინდა, რომ ყველა მიყვარდეს, ყველაში კარგი დავინახო, პოზიტივი ვაფრქვიო, გავცე და მივიღო. დღეს გარშემო იმდენად ნეგატიურია ყველაფერი, რომ მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე ყველას. ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნის სიყვარული თან დამაქვს.ერთმა ქალბატონმა დამიწერა, შენი სიმართლით გაგიმარჯოს ღმერთმაო. მართალი ბრძანდებით, ქალბატონო, მე ჩემი სიმართლით გამიმარჯოს ღმერთმა, ჩემს შვილსაც, მთელ ჩემს საგვარეულოს, როგორი მართალიც მე ვარ საკუთარ თავთანაც და ღმერთთანაც. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, რაც მთავარია, სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს გისურვებთ, ხალხო.”