ნინი შერმადინი: ბოლო კომენტარს გავაკეთებ იქამდე, სანამ სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ქეთევან მიქიშვილია თუ ლაშა ნაცვლიშვილი, ამ ამბის მთავარ გამავრცელებელს, პოსტივის…

ნინი შერმადინი:
ბოლო კომენტარს გავაკეთებ იქამდე, სანამ
სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ქეთევან მიქიშვილია თუ ლაშა ნაცვლიშვილი, ამ ამბის მთავარ გამავრცელებელს, პოსტივის ვინც შარშან გაავრცელა რაღაც ყალბი რუსული გაზეთის აფიშა, სადაც თითქოს 2012 წელს ვიმღერე რუსეთში. მაშინვე მივმართე იმეილით, რომ შეცდომა იყო, თუმცა რეაგირება ნოლი.
ალბათ არასდროს გაგიგიათ ჩემგან ემიგრანტების არც ლანძღვა, არც კრიტიკა, არც იმ ადამიანების ვინც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ყველას ჩვენი არჩევანი და შეხედულება გვაქვს. ყველას სიყვარულით მოვიხსენიებ და ვეურთიერთობები, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა.
2005 წელს მე არ მიმღერია რუსეთში, არც კონცერტი გამიმართავს და არც ფული ამიღია! მე ვიყავი საქართველოს სახელით ახალი ტალღის შიდა შესარჩევ კონკურსზე, სადაც წარვადგენდი საქართველოს და არა ნინი შერმადინს. რამდენადაც ყველას გახსოვთ არ შემირცხვენია სამშობლო! რუსეთში კარიერის არ გაგრძელება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა ჯერ კიდევ 2005 წელს, არც მაშინ ვიყავი კეთილგანწყობილი აფხაზეთის ომის შემდეგ, რადგან ბებია სოხუმელი მყავდა და სრული სიმძაფრით ვიცოდი რაც მოხდა აფხაზეთში. არც იურმალის კონკურსზე გავსულვარ საკუთარი ნებით. ტელე კომპანია იმედმა გააგზავნა რამოდენიმე ნუცას სკოლელის კანდიდატურა და მოხდა ისე, რომ მე ამირჩიეს. არც რუსოფობი ვარ, არც ხალხი მძულს და არც მათი ენა და კულტურა. მე მძულს მათი ბინძური და დაუნდობელი პოლიტიკა თავიანთი შიზოფრენიკი პრეზიდენტით!
დღეს ვინმე ლაშა თუ ქეთევანი ხალხს ალანძღინებს ჩემს თავს თუ რატომ ვიყავი 2005 წელს მოსკოვის ტერიტორიაზე, მადანაშაულებს ფარისევლობაში, ერის ღალატში და მიზან მიმართულად მილახავს რეპუტაციას და მაყენებს მორალურ ზიანს. პოსტი კი წაშალა და დამბლოკა მაგრამ მაქვს ყველა სქრინი სადაც ტროლები მაგინებენ გარდაცვლილ მშობლებს უშვერი სიტყვებით. რამდენადაც ვიცი ცილისწამება და ღირსების შემლახავი სტატუსები ისჯება კანონით, ხოდა მეც მოვითხოვ კანონი იყოს სიმართლის მხარეს! თუ მე ვარ დამნაშავე რამეში, მეც გამასამართლეთ! კიდევ ბევრჯერ და ხმამაღლა ვიტყვი რუსეთი ოკუპანტია! იმედი მაქვს საზოგადოების, კოლეგების და ნაცნობების მხარდაჭერის. მადლობა ყურადღებისთვის! 🙏
პ.ს. იქნებ შეიგნოთ რომ არც ერთი პარტიის მიმდევარი არ ვარ და არც ვიქნები არასდროს პარტიული. თქვენდა გასაკვირად არსებობენ მსგავსი ადამიანები ვისაც არ გვაღელვებს არც ნაცი და არც ქოცი! ესე ორნაწილად დაყოფილი და ერთმანეთზე დაპირისპირებულები სანამ დავჭამთ ერთმანეთს არც რუსია საჭირო და არც არაბი…
ქეთი რაღაცაგვარო, მაგ სიმართლით იარე შენც, შენმა მოდგმამაც და შენმა შთამომავლობამ, როგორი მართალიც ხარ ჩემთან! არც თქვენი ბინძური პროპაგანდის მეშინია, რადგან მართალი ვარ და სინდისიც სუფთა მაქვს საკუთარ თავთან, ჩემს ყველაზე მაგარ მშობლებთანაც და რაც ყველაზე მთავარია სამშობლოსა და უფლის წინაშე!