ნინი შერმადინის უდიდესი აღიარება
მომღერალ ნინი შერმადინის ცხოვრებაში უდიდესი წარმატების დრო დადგა – ქართველი მომღერალი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა:“სუპერ სიახლე მუსიკალურ სამყაროში! მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo Competitions-ის გუნდს შეუერთდა და ოფიციალურად დაიკავა საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიცია!„კრესჩენდო“ 2007 წლიდან ეხმარება 3-დან 24 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აიხდინონ ოცნება და საკუთარი ნიჭი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში წარმოაჩინონ. ვულოცავთ ნინის ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! გვჯერა, რომ მისი დახმარებით უამრავი ქართველი უნიჭიერესის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება მსოფლიო ასპარეზზე!” – ნათქვამია Art Hub Production-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ნინი შერმადინი:„დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა… დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა და ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ პლატფორმაზე. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი და შრომა. დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა საოცარი და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს!“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.