ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინი ბრეგვაძის მორიგ გამოსვლა ამერიკული “The Voice”-ის სცენაზე ოვაციებით დასრულდა

„უბრალოდ საოცარია“, „ის საუკეთესოა“ – ასე გამოეხმაურა ამერიკელი მაყურებელი ნინი ბრეგვაძის მორიგ გამოსვლას ამერიკული “The Voice”-ის სცენაზე. ნინიმ ამჯერად ცნობილი ჰიტი – „Lovesong“ შეასრულა და როგორც ჟიურის, ასევე დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
“ვცდილობ რაღაც დავწერო, მაგრამ შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ.ეს განსაკუთრებული სიმღერაა და იმედი მაქვს იგრძენით ის ემოცია, რომელსაც მე განვიცდიდი სიმღერის შესრულებისას.
იმედია, ამ ემოციებით ერთმანეთს დავუკავშირდით“, – წერს ნინიბრეგვაძე სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გადავიდა თუ არა ნინი შემდეგ ტურში. ტოპ 8 მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.