ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინია კაკაბაძე - მზია ამაღლობელი ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამიტომ ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

ნინია კაკაბაძე - მზია ამაღლობელი ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამიტომ ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა - ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ პარლამენტის უკან მიმდინარე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, „რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი, მათ შორის მზია ამაღლობელი“.
„ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი , მათ შორის ჩვენი კოლეგა, მზია ამაღლობელი“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები წერილით მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.
როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.