ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინია კაკაბაძე - გიორგი გვიმრაძემ ხელი მკრა და მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა

ნინია კაკაბაძე - გიორგი გვიმრაძემ ხელი მკრა და მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესა და ახალი ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, გვიმრაძემ მას შეაგინა და მისკენ საცემად გაიწია.
ნინია კაკაბაძის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც იმ კადრებზე მოსთხოვა პასუხის გაცემა, რომელიც აქციის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
“გიორგი გვიმრაძესთან მივედი და ვთხოვდი პასუხს კადრებზე, რომელიც გავიდა პირველი არხის ეთერში და ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ეს კადრები მათ ეთერში, ამაზე გაღიზიანდა ძალიან, თითი მივადე და ამაზე აყვირდა - ხელს ნუ მახლებო, მკრა ხელი და მეც დავარტყი სახეში. მაგინებდა, საცემად იწევდა, ხელი მოიქნია კიდევაც, უბრალოდ გააკავეს.
საუბარია კადრებზე, რომელსაც მისი ოპერატორი იღებდა იმისათვის, რომ საპროტესტო აქციის დისკრედიტაცია მომხდარიყო”, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.