ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ყაზანში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ყაზანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ყაზანში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანს აეროპორტში თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი დახვდა.
ოქტომბრის დასაწყისში ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ჩავიდა და ამ ფორუმის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა ის BRICS-ის სამიტზე მიიწვია.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს იმართება. მასში 36 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.