ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა

თურქეთი სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალთუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა.
ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს”, – წერს ალთუნი.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს 19 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)