არქივი9 თებერვალი 2026, 19:33
ნიკოლ ფაშინიანი ჯეი დი ვენსს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ერევანში მივესალმები“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის მხარეები პრესკონფერენციას მართავენ.
ჯეი დი ვენსი სომხეთში მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად დღეს ჩავიდა. ერევნის აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი დახვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.