– სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში – ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარე, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში

დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.

„სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.