პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დღესვე უზრუნველყოს სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დღესვე უზრუნველყოს სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში

სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, თუნდაც დღესვე უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით, მარგარასა და კორნიძორის გავლით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე „მსოფლიოს გზაჯვარედინი: რეგიონული კომუნიკაციების განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რატომ ვთავაზობთ ამას ახლა? იმიტომ, რომ ეს ინფრასტრუქტურა დღეს მზადაა, ყველა სხვა სფეროში, რომელსაც განვიხილავ. ჩვენ ასევე პოლიტიკურად მომზადებულები ვართ, მაგრამ აქ უბრალოდ ჯერ კიდევ გვჭირდება ინვესტიციების განხორციელება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.