ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა , - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.