ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა.
სომხეთის მთავრობის მეთაური 21 დეკემბერს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომას და 22 დეკემბერს დსთ-ს არაფორმალურ სამიტს დაესწრება.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ცალკე შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არის საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის ასოციაცია, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. მისი წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.