არქივი15 დეკემბერი, 2024, 00:38
ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ყველა დონეზე თანამშრომლობის განვითარების მოლოდინშია. ვუსურვებ მას ყოველგვარ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე!“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.