ნიკოლ ფაშინიანი - თუ სომხეთის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის
თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ამ ცვლილებას განახორციელებს. დილიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვარ. ოპოზიციისგან არანაირი განცხადება არ მომისმენია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
დღეს, სომხეთის პარლამენტში მთავრობა დეპუტატების კითხვებს პასუხობს. საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.