ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას"

ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას"

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას - და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", - ნიკოლ ფაშინიანმა ეს X-ზე ქართულად დაწერა.
27 ოქტომბრის დილისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99.646%) წინასწარი შედეგები.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.
· არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა".
· პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
· კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.