ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანიც წერს და აცხადებს, რომ ჯეი დი ვენსთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსთან თეთრ სახლში. კარგი საუბარი გვქონდა“, - წერს ფაშინიანი.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.