ნიკოლ ფაშინიანი: არცერთი პროდუქტი არ დარჩება. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხური ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე ახალ ბაზრებზე გადის ექსპორტზე.
კითხვაზე, ის საუბრობს ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე, ფაშინიანმა უპასუხა, რომ “ევროკავშირზეც და სხვებზეც”. მისივე თქმით, მოგვიანებით იტყვის, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
ფაშინიანის განცხადებით, მათი რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია უკვე მუშაობს ახალ ბაზრებზე. ის ირწმუნება, რომ სომხური პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით, პრობლემები არ იქნება.
“არცერთი პროდუქტი არ დარჩება. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე”. – ამბობს ფაშინიანი.
ცნობისთვის, რუსეთმა სომხური ყვავილებისა და არაერთი ბოსტნეულის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია