ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით შიმშილობა დაიწყო პროევროპული აქციებისას დაკავებულმა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუდასტურა.
მანამდე მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით შიმშილობა გამოაცხადა რეზო კიკნაძემ.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს და რეზო კიკნაძეს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.