ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტაჟს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.
„ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ავსტრალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი წყნარი ოკეანის რეგიონში და მადლობა გადაუხადა ელჩს ავსტრალიის მხრიდან რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, შიდა პოლიტიკასა და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.