ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე ზურაბიშვილს ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა - ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება

ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა სალომე ზურაბიშვილი - ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოებისთვის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, პრეზიდენტს ტრიბუნას დაუთმობენ თუ არა, მაგრამ 26 მაისს „მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა საქართველოს მოსახლეობას სტატუსის მოპოვება მიულოცა.
„ეს გადაწყვეტილება არის ერთადერთი ბრძნული, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ევროპულ საბჭოს მიეღო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ხელისუფალს, რომლებმაც საქართველოს მხარი დაუჭირეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.