ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლოზ სამხარაძე „კოპერნიკუს ბერლინის" პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „კოპერნიკუს ბერლინის" და ევროკომისიის ერთობლივი ტრენინგ-კურსის - „ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული განათლება ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის" მონაწილეებს შეხვდა. კურსის მონაწილეები ევროპის და ახლო აღმოსავლეთის 20-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციაზე და არაღიარების პოლიტიკაზე.
ინფორმაციის თანახმად, საუბრის თემებს წარმოადგენდა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონული, ასევე ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.