ნიკოლოზ სამხარაძე: ეროვნული პლატფორმის ფარგლებში, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აზრების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა

„ეროვნული პლატფორმის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აზრების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული პლატფორმის და კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, შეხვედრაზე მიმდინარეობს მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ამიტომ დადებითად ვაფასებ კონფერენციის ჩატარებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მომავალშიც გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

„თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება მაინც არსებობდეს იმედის ნაპერწკალი იმისა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია დაფიქრდეს და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან იმ 9 ნაბიჯის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი