ნიკოლოზ სამხარაძე – ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ – ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ

ბიჭვინთის ტერიტორიის სთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ს დე-ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ამ უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ და ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ. ეს მას შემდეგ გამოსწორდება, როცა საქართველო აფხაზეთზე თავის იურისდიქციას აღადგენს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე.
დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს