არქივი9 აგვისტო, 2026, 02:00
ნიკოლოზ რაჭველი: ჰოდა მინდა შევუთვალო, რომ ორი რუსია ჩემს გონებაში, თანამემამულეებზე არანაკლებ რომ მიყვარს: ანა პოლიტკოვსკაია და ვალერია ნოვოდვორსკაია!

ნიკოლოზ რაჭველი:
რუსოფობიაა ამ ბოლო დროს ჩვენი “მთავრობისგან” ინსპირირებული თემა… ჰოდა მინდა შევუთვალო, რომ ორი რუსია ჩემს გონებაში, თანამემამულეებზე არანაკლებ რომ მიყვარს: ანა პოლიტკოვსკაია და ვალერია ნოვოდვორსკაია!
მათ საფლავებზე ყვავილების მიტანის გამო მზად ვარ რუსეთში ჩავიდე, ცხადია მას მერე, რაც ისინი კათარზისს გაივლიან…
რუსებს შორის იგორ სტრავინსკისაც ვაღმერთებ, მაგრამ ზუსტად ვიცი სად იქნებოდა ის ახლა, ვის მხარეს და როგორ მკაფიოდ გამოხატავდა ამას!
ძილი ნებისა მეგობრებო! უკრაინიდან ვწერ ამ სტატუსს, იმ ადგილიდან, სადაც რუსეთის მიერ ნასროლი ბომბები უკრაინელ ბავშვებს კლავენ…
ღმერთო მომასწარი ამ იმპერიული ნარცისი ქვეყნის დაცემას, რომ შანსი მიეცეს ოდესმე აღდგომის (გასულ საუკუნეში ნაცისტური გერმანიის კვალდაკვალ)!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.