ნიკოლოზ კახეთელიძე – ბიუჯეტიდან თანხა განსაზღვრულია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისთვის

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით, ბიუჯეტიდან თანხა განსაზღვრულია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისთვის.
ამის შესახებ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
საკრებულოს წევრმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს აქვს ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი.
„ბიუჯეტში თანხა ამ მიმართულებით განსაზღვრულია ახალი ლაბორატორიების, საოპერაციოების შექმნისთვის. ჩვენ და თბილისის მერიას გვაქვს შემუშავებული სტრატეგია, ასევე ურთიერთობა საერთაშორისო კომპანიებთან და შესაბამისი მითითებებით ვმოქმედებთ. შექმნილია სათანადო კომისია და შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რამდენად ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას.
შეგახსენებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაფინანსება გაორმაგებულია, რაც ხელს შეუწყობს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორ მართვას, ვაქცინაციას, სტერილიზაციას და ა.შ. ეს პროცესი ეტაპობრივად მიიწევს წინ “, – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს