არქივი31 იანვარი, 2025, 22:40
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალს ტრავმის გამო ჩაეხსნა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალს ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ნიკოლოზი რუს ანდრეი რუბლიოვს უპირისპირდებოდა და პირველ სეტში 2:5 მარცხდებოდა, როდესაც ქართველმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მატჩიდან ჩაეხსნა.
ბასილაშვილმა გუშინ მერვედფინალში ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0; 7:6 დაამარცხა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.