ნიკოლა სარკოზი – ციხეში ცხოვრება დამქანცველი და კოშმარია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ციხეში დროის გატარება დამქანცველი და კოშმარია.
სარკოზი დღეს ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრო სასამართლო სხდომას, რომელიც ციხიდან გათავისუფლებასა და დარჩენილი სასჯელის შინ მოხდასთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი მიმართვის გამო გაიმართა.
„მინდა პატივი მივაგო ციხის ყველა თანამშრომელს, რომლებიც განსაკუთრებულად ჰუმანურები არიან და რომლებმაც ეს კოშმარი ასატანი გახადეს – რადგან ეს კოშმარია“, – აღნიშნა საკროზიმ.
სახელმწიფო პროკურორმა დამიენ ბრუნემ სარკოზის გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს შუადღისას გამოაცხადებს.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პარიზის „ლა სანტეს“ ციხეში სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული კრიმინალური შეთქმულებისთვის.
სარკოზიმ განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ განაჩენის „განსაკუთრებული სიმძიმის“ გამო, სააპელაციო პროცესის გაგრძელებამდე, ის ციხეში უნდა წასულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება