ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს - ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ

ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს - ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ.
სარკოზიმ ციხეში მისვლამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შურისძიების მსხვერპლია“.
„მსურს ფრანგ ხალხს ვუთხრა, რომ დღეს დილით საკანში არა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არამედ უდანაშაულო ადამიანს ათავსებენ. სიმართლე გაიმარჯვებს“, - დაწერა სარკოზიმ X-ზე.
ამასთან, ადვოკატების განცხადებით, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოში სარკოზის გათავისუფლების მოთხოვნით განაცხადი უკვე შეიტანეს.
შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. „ლიბიის საქმეში“. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.