არქივი10 ნოემბერი, 2025, 19:26
ნიკოლა სარკოზის 3-კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ციხეში 5-წლიანი სასჯელის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ გაათავისუფლებენ.
სარკოზის გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
ამის სანაცვლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დაექვემდებარება მკაცრ სასამართლო ზედამხედველობას და აეკრძალება საფრანგეთის დატოვება.
მოსალოდნელია, რომ იგი საპატიმროს დღეს საღამოსვე დატოვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.