ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს

ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს დატყვევებულმა ნიკოლას მადურომ და მისმა ცოლმა დღეს ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავი უდანაშაულოდ ცნეს. BBC-ის ცნობით, მადურო და მისი ცოლი სასამართლოში პატიმრის ფორმითა და ხელბორკილებით მიიყვანეს. ვენესუელას ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლოში იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ის წესიერი ადამიანია და ჯერაც ვენესუელას პრეზიდენტია. ამ ეტაპისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით წყვილი გირაოს არ ითხოვს.
მადურო და მისი ცოლი 3 იანვარს, დილით, ამერიკის სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას მმართველობას დროებით ამერიკა გადაიბარებს, აშშ ასევე კონტროლს აიღებს ვენესუელას ნავთობის უზარმაზარ რეზერვებზე და ამერიკულ კომპანიებს დაიქირავებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციისთვის ქვეყნის განადგურებული ინდუსტრიის აღსადგენად. ტრამპის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიმდიდრის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მომტანი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.