ნიკოლას მადურო – აშშ-ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს – ეს აგრესიაა

აშშ-ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-სა და ვენესუელას შორის ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ვაშინგტონის მხრიდან აგრესიას წარმოადგენს და არა დაძაბულობას.
„ეს დაძაბულობა არ არის. ეს აგრესიაა, ეს პოლიციის აგრესიაა, ეს პოლიტიკური აგრესიაა, ეს დიპლომატიური და სამხედრო ხასიათის აგრესიაა“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
ასევე, მისი თქმით, ბოლო დროს აშშ-სა და ვენესუელის მთავრობებს შორის კომუნიკაცია აღარ არის.
„აშშ-ის მთავრობასთან კომუნიკაცია დაკარგულია და ეს დაკარგულია მათ მიერ ბომბების, სიკვდილისა და შანტაჟის მუქარით“, – აღნიშნა მადურომ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა კარიბის ზღვის სამხრეთში სამხედრო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა. თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს ნარკოკარტელების განეიტრალება წარმოადგენს.
ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. თეთრი სახლის ცნობით, ნავს არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება