“ნიკა როგორაა, ნიკა?” | თეა წულუკიანი გელათზე კითხვებს არ პასუხობს და ნიკა გვარამიათი ინტერესდება

რა ბედი ელის გელათს, რას აკეთებს ხელისუფლება ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლისა და უნიკალური ფრესკების გადასარჩენად, როგორ აპირებს “ქართული ოცნება” უშველოს ჩვენს ისტორიას – ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვებს კულტურის მინისტრი, , უპასუხოდ ტოვებს.
წულუკიანი, რომელიც დღეს, 25 დეკემბერს, ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნას დაესწრო, არაფერს ამბობს, როგორ აპირებს მისი უწყება დაიცვას შუასაუკუნეების საქართველოს კულტურული საგანძური, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაშია და სადაც ვითარება უმძიმესია. თუმცა, წულუკიანი “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ს იხსენებს.
“ვერ ჩავეწერები… არა, ჩემო ძვირფასო, ნიკა როგორ არის, ნიკა… ესე იცის ქართულმა ციხემ, შედიან გამხდრები ნაციონალები და გამოდიან გაპუნტულებულები… მე სპონტანურად ვლაპრაკობ, ეს არის თქვენი პრობლემა…” – ამობს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე ზამთარია, გელათი ისევ გადახურვის გარეშეა დარჩენილი.