ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა ობოლაძე ირაკლი კირცხალიას: მითხარით ერთი არგუმენტი მაინც, თქვენ რატომ უნდა იდარდოთ შვედეთში ცხოვრების დონეზე (ვიდეო)

ნიკა ობოლაძე ირაკლი კირცხალიას: მითხარით ერთი არგუმენტი მაინც, თქვენ რატომ უნდა იდარდოთ შვედეთში ცხოვრების დონეზე (ვიდეო)
„მითხარით ერთი არგუმენტი მაინც, თქვენ რატომ უნდა იდარდოთ შვედეთში ცხოვრების დონეზე“, - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა ობოლაძის შეკითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კირცხალიას.
👉 პროპაგანდისტულ არხ „რუსთავი 2-ზე“ დებატები მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, საჭიროა თუ არა, რომ საქართველოს ევროპული კურსი ჰქონდეს.
📝 3 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კირცხალიამ განაცხადა, რომ „საქართველოს, როგორც შვედეთის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, აქვს შეშფოთების მიზეზი აღნიშნულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“ - მისი მტკიცებით, შვედეთში გაზრდილია კრიმინალი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაჩვენებელი და ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.